აქციაზე მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას აქციის ორგანიზატორები იღებენ

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 21:03

აქცია არის პოლიტპატიმრებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ორგანიზებული და შესაბამისად,  რაც მოხდა პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ.

როგორც ადამიანის უფლებათა დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხლა-შემოხლა თავდაპირველად უმცირესობის დაცვის წევრების ქცევამ გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა რომ მომხდარი დაპირისპირების კონკრეტულ შეფასაებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც მედიის მიერ ადგილზე გადაღებულ კადრებს ნახავს. უფლებადამცველის შეფასებით, სიტუაციის დაძაბვა უმცირესობის მიერ იყო ინსპირირებული.

"როგორ შეიძლებოდა უგულავა ორი კაცით მოსულიყო როდესაც დაცვის წევრების ბატალიონი მიჰყვება. შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე აქციის მონაწილეს ნერვებმა უმტყუნა და მოხდა შეხლა-შემოხლა. უგულავას შემთხვევაში ეს იყო პროვოკაცია, ის მარტო შეიჭრა ხალხში. რა თქმა უნდა ეს პროვოკაციაა",  - განაცხადა უფლბადამცველმა, ლევან ჩიტაძემ.

ჩიტაძემ აქციის ყველა მონაწილეს უცენზურო სიტყვების შეწყვეტისა და აქციის დასრულებისაკენ მოუწოდა, ვინაიდან პრეზიდენტი ვერ მივიდა ეროვნულ ბიბლიოოთეკაში.

ირაკლი ჩიტაძის განმარტებით, უფლებათდამცველები და პოლიტპატიმრები ოფისში გადაინაცვლებენ, სადაც იმსჯელებენ, პროტესტი რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს.

                                                                                                                       მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39