ამ კადრებს მოსახლეობას ვაჩვენებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 18:57

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი წავიდნენ პროვოკაციაზე" - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან უმცირესობის წევრების მისამართით გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, უმცირესობის წევრებმა კორიდორი არ გამოიყენეს და ბიბლიოთეკაში იმ მხრიდან სცადეს შესვლა, სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო შეკრებილი და ამიტომ სიტუაციის კონტროლი საპატრულო სამსახურს გაუჭირდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს , რომ ამის დამამტკიცებელი კადრებიც არსებობს და მოსახლეობასაც მიეცემა მათი ხილვის საშუალება. ღარიბაშვილის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ქალაქის მთავარი სამმართველოს დანაყოფები.   

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა უმცირესობის რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46