ბათუმში მძღოლები, შესაძლოა, ისევ გაიფიცონ

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 18:25

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საკრებულო არ დააკმაყოფილებს ადგილობრივი მძღოლების მოთხოვნას ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით, ისინი სამშაბათს, 12 თებერვალს კვლავ გაიფიცებიან.

ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, საკრებულომ უკვე გამოყო სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რამდენად შესაძლებელია მძღოლებისთვის ანაზღაურების გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტის 300-მდე მძღოლი პირველად, სამშაბათს, გაიფიცა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46