თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ვეტერანებთან

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 17:03

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ალასანიამ მათ უფლებებისა და სოციალური დაცვის პაკეტის შესაქმენლად თავდაცვის უწყების მიმართულებები გააცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც განიხილავს თუ როგორ სტრუქტურულ ქვედანაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. კომისია მუშაობს ვეტერანთა სოციალური დაცვის მექანიზმებზე. თავდაცვის მინისტრმა შეკრებილ ვეტერანებს სთხოვა წარმომადგენლობითი ჯგუფი ჩამოაყალიბონ, რომელიც უწყებათშორის კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

„საქართველოს მთავრობის და თავდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ღირსეული ცხოვრების პირობები და საშუალებები შეუქმნათ ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირა ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ჩვენი ვეტერანების ჩართვას ემსახურებოდა იმ პროცესში, რასაც ვეტერანთა პოლიტიკის შემუშავება ჰქვია. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ასეთი პოლიტიკა. დღეს უკვე შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც სწორედ ვეტერანები უნდა ჩავრთოთ. უახლოეს პერიოდში ეს ჯგუფი უკვე წარმოადგენს სტრუქტურულად თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ვეტერანთა დეპარტამენტი, ასევე, წინადადებებს, თუ რა საკანონმდებლო ბაზაა შესაქმნელი მათი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიებისთვის, რათა სოციალურად იყვნენ დაცული“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ვეტერანებს სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო, სადაც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცრებიც იქნებიან ჩართულები. ირაკლი ალასანიას თქმით, სამხედრო წარმატებები თუ მარცხი არასდროს ყოფილა გაანალიზებული. ამიტომ, სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედება უნდა იყოს შესწავლილი. ეს შეცდომები და ვეტერანთა გამოცდილება გათვალისწინებული იქნება თავდაცვის მომავალ დოქტრინაში, რათა იგივე აღარ განმეორდეს.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41