თბილისი 8 თებერვალი 2013-კავშირი საქართველოს სათხილამურო ფედერაცია

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 18:00

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, 9 და 10 თებერვალს ბაკურიანში წარმოგიდგენთ საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპს.

საქართველოს თასი სამთო-სათხილამურო სპორტში ტარდება ვაჟებისათვის და გოგონებისთვის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:

-ბავშვები I, დაბადების წელი 1999-2000

-ბავშვები II, დაბადების წელი 1997-1998

-მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1996 და უფროსი.

 9 და 10 თებერვალს შეჯიბრი გიგანტურ სლალომში სტარტს დილის 11 საათზე ე.წ. დიდველის ტრასაზე აიღებს. გიგანტურ სლალომში ორი ცდის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოვება საშეჯიბრო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

საქართველოს თასის გათამაშება, ზამთრის სეზონის მანძილზე - ბაკურიანში , მესტიასა და გუდაურში, შვიდ ეტაპად ტარდება. ეტაპებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენების გარდა, მონაწილეობას საქართველოში არსებული სპორტსკოლების მოსწავლეებიც იღებენ.

შეჯიბრებების სრული კალენდარი და სიახლეები, მუდმივად განახლებულ რეჟიმში, შეგიძლიათ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ოფიციალურ საიტზე იხილოთ www.gsf.ge.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39