ირაკლი ალსანიამ ქართველ სამხედროებს „დავითობის“ დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 16:51

                                                                   საქართველოს თავდაცვის მინისტრი წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროებს „დავითობის“ დღესასწაული მიულოცა და გაძლიერება და წინსვლა უსურვა. საეკლესიო რიტუალს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მინდა წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ოფიცრებს, კაპრალებს... განსაკუთრებით მინდა მივულოცე ავღანეთში ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ყოველდღიურად რისკის ქვეშ არიან და ვუსურვო დიდი წარმატება, მშვიდობით სახლში დაბრუნება. მინდა ჩვენს ჯარს ვუსურვო, რომ იყოს ყველაზე ძლიერი და წელში გამართული. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს პატრიარქთან პრემიერთან ერთად, პრაქტიკულად მთელი მთავრობა, სასულიერო ხელისუფლება და ჯარი ერთად ვიყავით“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქრად პატრიარქის ეპისტოლეების კრებული და დავით აღმაშენებლისა და დავით მეფსალმუნის ხატი მიიღეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46