პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის განცხადება

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 16:19

პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომისია განცხადებას აკეთებს განმარტებისათვის, ვინაიდან მტკიცების ტვირთი არის მიმართვის ავტორზე, რომ დაასაბუთოს და დაადასტუროს ფაქტები, რომელიც აღნიშნა თავის განცხადებაში."ასევე ეს განმარტება განკუთვნილია იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც უკვე მიმართეს კომისიას და პასუხად მიიღეს ხარვეზის წერილი. კომისია თავს ვალდებულად თვლის გააკეთოს დამატებითი განმარტება, რათა გაუადვილოს განმცხადებლებს მტკიცების ტვირთი და მიაწოდოს წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში თუ განსხვავებული აზრის/პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების დადგენის ფაქტზე თქვენს მიერ კომისიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილ განცხადებაზე დაგიდგინდათ ხარვეზი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი განცხადება არაა საკმარისი, იმისთვის, რომ კომისიამ განიხილოს და დაადგინოს თქვენი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი და საჭიროა, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა" - აღნიშნულია, საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5