შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია პრემიების შესახებ განცხადებას აკეთებს

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 16:12

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების შესახებ, სათაურით - „გუბერნატორ ბარნოვის პრემიები დანიშვნიდან 9 დღეში“.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ინფორმაცია ცალმხრივად, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ყოველგვარი კომენტარის გარეშე გავრცელდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოთქვა გუბერნატორთან გასაუბრების სურვილი იმ დროს, როდესაც ანდრო ბარნოვი მოქალაქეებს ხვდებოდა. ჟურნალისტი არ დაელოდა გუბერნატორის კომენტარს და არც სხვა თანამშრომელთან გასაუბრება სცადა.

 ,,ახალმა ხელისუფლებამ სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტში საერთოდ არ გაითვალისწინა წარმომადგებლობითი ხარჯები მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორის თანამდებობა ითვალისწინებს ძალიან ხშირ საქმიან შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამჟამად ეს თანხები უშუალოდ გუბერნატორისა და გუბერნატორის მოადგილეების პირადი სახსრებიდან იფარება. გუბერნატორისა და მისი მოადგილეებისთვის პრემიის გამოწერისას გადამწყვეტი სწორედ ეს რეალობა იყო. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გუბერნატორის პრემია ყოველთვის ხელფასის მოცულობით გაიცემოდა, ჩემი მოთხოვნით კი ეს თანხა 2/3-მდე შემცირდა. გარდა ამისა, მე უარი ვთქვი საცხოვრებელი სახლის ქირაობაზე გორში, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტს წელიწადში 12 ათასი ლარი უჯდებოდა, იმისათვის, რომ ადმინისტრაციის შეუსაბამოდ შემცირებული ბიუჯეტისთვის ელემენტარული შესყიდვების საშუალება გაჩენილიყო. უარი ვთქვი სამივლინებო თანხის აღებაზე გერმანიაში ვიზიტისას, რათა ბიუჯეტს ეს ზედმეტ ტვირთად არ დაწოლოდა.

ანდრო ბარნოვს მიაჩნია: ,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი მაქსიმალურად მომჭირნე მიდგომის შესახებ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ახალი ხელისუფლების საბიუჯეტო თავაშვებულობასთან, როდესაც თანამდებობის პირები ხელფასის ორ, სამ, ოთხმაგ მოცულობას იწერენ პრემიებად იმ პირობებში, როდესაც მათ ყველა სხვა ხარჯი დაფინანსებული აქვთ" -აღნიშნულია აგნცხადებაში. .“  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნული ინფორმაცია,შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცის მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით,

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4