ალექსი პეტრიაშვილმა დანიის სამეფოში ორმხრივი შეხვედრები გამართა

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 15:54

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფება, სადაც ორმხრივი შეხვედრა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვილი სოვნდალთან გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა დანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დანიელი ექსპერტების მონაწილეობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესში დანიის მთავრობის მიერ განხორცილებული პროგრამების მნიშვნელობას,მათ შორის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კუთხით.

“გვქონდა ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა, მივიღეთ მისი მტკიცე მხარდაჭერა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მხრიდან საქართველოს სწრაფვაში გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მომავალშიც მოსალოდნელია, რომ დანია აუცილებლად მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დანიის სამეფოში ალექსი პეტრიაშვილმა მორიგი ორმხრივი შეხვედრა დანიის სამეფოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან გამართა. შეხვედრაზე დანიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მხარეებმა, ასევე, საქართველო-დანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, დანიის სამეფოში აკრედიტებული საელჩოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41