"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს"-თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის ჩვენება დღეს გაიმართება

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 15:39

8 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში, თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" დახურული ჩვენება გაიმართება.

კინოჩვენებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ფილმის რეჟისორი თინათინ გურჩიანი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინოკრიტიკოსები, მოწვეული სტუმრები.

ქართველი რეჟისორის თინათინ გურჩიანის დოკუმენტურმა ფილმმა სანდენსის კინოფესტივალზე წელს გამარჯვება მოიპოვა. კინოფილმმა "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" პირველი ადგილი აიღო საერთაშორისო დოკუმენტური ფილმის რეჟისურისათვის.ფილმის გადაღება განხორციელდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი სანდენსის კინოფესტივალზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მოხვდნენ. რეჟისორი თინათინ გურჩიანი, 2011 წელს, სამშობლოში დაბრუნდა, დაიწყო თავისი ფილმისათვის გმირების ძიება და გამოაცხადა ქასთინგი 15-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის. მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველას, ვისაც მიაჩნდა, რომ თავისი რეალური ისტორიით, ყოველდღიური ყოფითა თუ მიზნებით შეძლებდა კინოგმირი გამხდარიყო. რეჟისორის ინიციატივას მთელი ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდა გამოეხმაურა, მძაფრი, ენერგიით დამუხტული, სევდიანი თუ ღიმილიანი ისტორიებით.

ფილმი შედგება ქასთინგებისა და ტრადიციული თხრობისაგან, ფილმისათვის განსაკუთრებით საინტერესო გმირებს რეჟისორი ყოველდღიურ ცხოვრებაში მიყვება. თითოეული გმირი საგულდაგულოდ არის შერჩეული.

ფილმის გადაღება 2011 წლის შემოდგომაზე, 20 დღის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში მიმდინარეობდა, მათ შორის თბილისში, ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში, წყალტუბოში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხცისში, მარნეულსა და სხვადასხვა კუთხეებში.

შეგახსენებთ, რომ ”მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” თინათინ გურჩიანის მეორე ნამუშევარია კინოში. მისი მხატვრული დებიუტი “სხვაგან” გერმანიის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე იყო წარდგენილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39