ირაკლი ალასანია ვეტერანებს შეხვდა

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 15:42

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ სტრუქტურულ ქვედანაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. კომისია ვეტერანთა სოციალური დაცვის მექანიზმებზე იმუშავებს.

"საქართველოს მთავრობის და თავდაცვის სამინიტროს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ღირსეული ცხოვრების პირობები და საშუალებები შეუქმნათ ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირა ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ჩვენი ვეტერანების ჩართვას ემსახურებოდა იმ პროცესში, რასაც ვეტერანთა პოლიტიკის შემუშავება ჰქვია" - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, დღეს თავდაცვის სამინისტროში, ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ალასანიამ ვეტერანებს უფლებებისა და სოციალური დაცვის პაკეტის შესაქმენლად თავდაცვის უწყების მიმართულებები გააცნო. მინისტრმა ვეტერანებს სთხოვა ჩამოაყალიბონ წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც უწყებათშორისი კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ვეტერანებთან დღევანდელ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4