დავით კირვალიძე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 15:39

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შეხვდნენ.

შეხვედრას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და ,,ასოციაცია ქართული ღვინის“ ხელმძღვანელი თინა კეზელი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

,,ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო შედეგიანი და ძალიან მალე პოზიტიური ძვრებიც იქნება ამ მიმართულებით. დღეს მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა სწორედ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას. დარწმუნებული ვარ რომ ქართულ ღვინოს, რომელიც გადის ევროკავშირის და აშშ-ს ბაზარზე, აკმაყოფილებს ხარისხის მათ სტანდარტებს, არ გაუჭირდება რუსულ ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება. მართალია ეს ერთბაშად არ მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყოველ მომდევნო წელს გაიზრდება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის რაოდენობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსულ ბაზარზე გასვლის ხარჯზე, არც ერთი კომპანია არ აპირებს უკვე ათვისებული ბაზრების დათმობას“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

ლევან დავითაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო რუსეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის შედეგები. შეხვედრაზე განიხილეს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქართული პროდუქციის, კერძოდ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რუსულ ბაზარზე დაბრუნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის განცხადებით შეხვედრა მაქსიმალურად შედეგიანი იყო და აღნიშნა რომ კომპანიებმა, ვისაც რუსულ ბაზარზე გასვლის სურვილი აქვს განაცხადები  ღვინის ეროვნულ სააგენტოში უნდა შეიტანონ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45