გია თორთლაძეს დაკითხავენ

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 14:34

ეროვნული დეოკუპაციის ცენტრის დირექტორს, გია თორთლაძეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ. მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ქონების პირადი მიზნებისთვის გასხვისებას ედავება.  საუბარია ერთი თვის წინ გაყიდულ ძვირადღირებულ მანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოზე", რომელიც ცენტრს კულტურის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა. 2013 წლის 4 იანვარს ცენტრის დირექტორმა 104 602 ლარად ღირებული მანქანა, 50 000 ამერიკულ დოლარად გაასხვისა. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გასხვისებას კრძალავს. სახელმწიფო ქონების გასხვისება 8 - დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად გია თორთლაძე აცხადებს, რომ დეოკუპაციის ცენტრის დამფუძნებელი თავად არის და ის თანხა, რომელიც მან მანქანის გაყიდვის შემდეგ მიიღო, ცენტრის ვალების დაფარვას მოხმარდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46