საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თსუ-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 14:43

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, 8 თებერვალს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.„გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო ვალდებულებას იღებს ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა გაიარონ სამინისტროში. მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მონაწილეობას მიიღებს ბევრი სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებაში, რათა უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ჩვენი ურთიერთობა სასარგებლო იყოს ქვეყნის განვითარებისთვის,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა, უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე კვიტაშვილმაც.„უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს ხელშეკრულებებს, განსაკუთრებით, ისეთ ძლიერ ინსტიტუციასთან, როგორიც ფინანსთა სამინისტრო და მისი ქვეუწყებებია. თსუ-ს სტუდენტები ფინანსთა სამინისტროში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ცოდნის მიღებასთან ერთად, წარმატებულ სტუდენტებს სამინისტროში დასაქმების პერსპექტივაც ექნებათ,“ - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა.

მემორანდუმის თანახმად, თსუ-ს სტუდენტები ფინანსთა სამინისტროში გაივლიან სტაჟირებას და სასწავლო პრაქტიკას. უნივერსიტეტი ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოფს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებით და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით. განხორციელდება ერთობლივი პროექტები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46