ბიძინა ივანიშვილი თსუ-ს 95 წლის იუბილეს ულოცავს

პარასკევი, 08 თებერვალი, 2013 - 14:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტებს უნივერსიტეტის 95 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ ივანიშვილის პრეს-სამსახური იუწყება. “8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე აღინიშნება, იმ საგანმანათლებლო კერისა, რომელმაც ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპული ტიპის უმაღლეს სასწავლებელს ჩაუყარა საფუძველი. მსოფლიო დონის მეცნიერების მიერ დაარსებულმა ამ სკოლამ არაერთი თაობა გაზარდა და ბევრი სახელგანთქმული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე შემატა ქვეყანას. ყოველთვის, ყველა თაობისთვის საამაყო იყო უნივერსიტეტის სტუდენტობა, მის კედლებში ცოდნის მიღება. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და არა ერთხელ გამომიხატავს ჩემი პატივისცემა და თანადგომა საქართველოს პირველი უნივერსიტეტის მიმართ. ვულოცავ უნივერსიტეტს, მის პროფესურას, სტუდენტობას უნივერსიტეტის დაარსებიდან 95–ე წლისთავს და ვუსურვებ, უფრო ფართო ასპარეზზე გაეთქვას სახელი, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის საგანმანათლებლო კერას", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44