"ახალგაზრდა ადვოკატები" ჯანდაცვის უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილთა საქმეების გადახედვას ითხოვს

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 20:00

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები მათ საქმეზე სპეციალური კომისიის შექმნას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. ამ თემაზე დღეს "ახალგაზრდა ადვოკატებმა" და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ყოფილი დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.  გათავისუფლებულ თანამშრომელთა განცხადებით, სამსახურიდან 2005 წელს, მინისტრის ბრძანებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო გაათვისუფლეს. „"აღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ შეზღუდვად შეფასდა, ამასთან, დარღვეულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიც, რის გამოც, გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულები განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით მიმართეს.სამინისტრომ სასამართლო წესით დავის გასაჯაროების შემდგომ თანამშრომელთა მიმართ დაუსაბუთებელი მოქმედებების ლეგიტიმაციას მიმართა, რა დროსაც, მინისტრმა, ახალი ბრძანებით, ბათილად ცნო მის მიერვე მიღებული ბრძანება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ და იმავდროულად მიიღო კიდევ ერთი ბრძანება, რომლითაც, აღნიშნული თანამშრომლები დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა, თუმცა უკვე რეორგანიზაციის საფუძვლით"- განაცხადეს ყოფილი სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა.

ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, 2005 წელს, დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლებული თანამშრომელთა მოთხოვნა სამართლიანობა აღდგეს მათ საქმეზე, ლეგიტიმური და კანონიერია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან, 2005 წელს, სულ 15 დასაქმებული გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა მიიღო.

                                                                                                             მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51