გურამ ოდიშარია აფხაზურ მხარეს მოქვის, ილორისა და ბედიის ტაძრებთან დაკავშირებით დღეს გაესაუბრება

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 19:44

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აფხაზურ მხარეს მოქვის, ილორისა და ბედიის ტაძრებთან დაკავშირებით დღეს დაუკავშირდება. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ილორი, რომელიც რომელიც არასწორად იქნა შეკეთებული აფხაზური მხარის მიერ, ძველ სახეს დაიბრუნებს.

მინისტრის თქმით,  მოქვსა და ბედიას ამ დრომდე რესტავრაცია არ ჩატარებია, მიუხედავად იმისა რომ ეს უნიკალური ქართული ძეგლები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.„დღეს დაუკავშირდები აფხაზური მხარის რამოდენიმე კოლეგას მე იმედი მაქვს, რომ ის ილორი რომელიც იქნა შეკეთებული ცუდად, დაიბრუნებს ძველ სახეს და ამიტომაც იყო ანქვაბის განცხადებაში ხაზგასმულად ილორზე საუბარი, მოქვი და ბედია ეს არის ხელუხლებელი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაში, ჩვენ შევთავაზებთ თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე აუცილებლად შევატყობინებთ ევროპაში იმ სპეციალისტებს რომელიც მზად არიან დაგვეხმარონ“ - განაცხადა ოდიშარიამ.

განცხადება ამის შესახებ გურამ ოდიშარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46