მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აქცია-კონცერტი გაიმართება

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 19:29

                                                                   მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, მიზნობრივი საქველმქომდო ჯგუფის "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი" და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი აქცია –კოცნერტი გაიმართება.

საქველმოქმედო კონცერტს, ასევე, უერთდება ფონდი "საქართველოს საქმიანი ქალები-ქველმოქმედებისთვის"  - თავჯდომარე თამთა დემურიშვილი, ფონდი "გადავარჩინოთ დიმიტრი ცინცაძე" პრეზიდენტი კახა ჯანაშვილი და ჟურნალისტთა ჯგუფი. გარდა ამისა, მხატვარ, ეკა ფერაძეს გამოფენა-გაყიდვა გაიმართება და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 8 წლის თენგო ზაკაშვილს, რომელსაც მიელოდისპლაზიური სინდრომი დაუდგინდა. თენგოს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა.

ღონისძიება საქველმოქმედოა და მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ შემოწირულობის მეშვეობით დაეხმარონ მას.

ღონისძიებას წაიყვანს მაკა შალიკაშვილი.აქცია კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ცნობილაძე, სალო მექათამაძე, ოთო ნემსაძე, ლუკა ზაქარიაძე, ანი ღონღაძე, Funy kids, ვერიკო ტურაშვილი,ანრი ჯოხაძე, კენტი,ბორის ბედია, Nikki slow, ოთო ბერიშვილი, თინანო,ანა ქაშიბაძე, გვანცა ზაქარეიშვილი, სამორი ბალდე.

ცნობისთვის, საქველმოქმედო კონცერტი 10 თებერვალს მოსწავლე ახალგაზრდოის სახლში 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46