გოკა გაბაშვილი ირმა ნადირაშვილის დის პროკურატურაში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 18:35

ვერანაირი შანტაჟით, ვერანაირი ოჯახის წევრების დევნით, ისინი ვერ გვაიძულებენ გავჩუმდეთ და ქართველ ხალხს არ ვუთხრათ იმ ქაოსის შესახებ, რომელიც მათი მთავრობის ხელში სუფევს - გოგა გაბაშვილის ეს განცხადება, ირმა ნადირაშვილის დის რუსთავის პროკურატურაში დაბარებას მოჰყვა.

უმცირესობის წვერი იმ ფაქტს, რომ ირმა ნადირაშვილის გუშინდელ დებატებზე გამოსვლას ნადირაშვილის დის დაბარება მოჰყვა, ივანიშვილის ოპოზიციასთან ურთიერთობის მეთოდს უწოდებს.

" ეს არის ივანიშვილის ოპოზიციასთან ურთიერთობის მეთოდი . საკმარისი იყო დეპუტატ ირმა ნადირაშვილს გაეკრიტიკებინა ის პროტექციონიზმი, ნეპოტიზმი, ჩაწყობებით და ნათესაობებით სამსახურის დაკავება, რასაც ადგილი აქვს ტოტალურად რაიონებშიც, რეგიონებშიც და თბილისშიც, ეს გაეკრიტიკებინა და მისი და იქნა დაბარებული პროკურატურაში. ამ მეთოდით ცდილობენ ის გააჩუმონ"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ნადირაშვილის დის პროკურატურაში დაბარებას უმცირესობის წევრები, გუშინდელ დებატებზე უმრავლესობის მისამართით ირმა ნადირაშვილის კრიტიკულ გამოსვლას უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5