მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 18:23

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ მოსახლებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე სწორედ იმ მიმართვით წარსდგება, რომლითაც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა გამოსულიყო.

„საქართელოს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტის კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ ეროვნული ბიბლოიოთეკიდან მიმართოს საზოგადოებას იმავე მიმართვით, რომლითაც ის უნდა წარდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოდან", - განაცხადა მანჯგალაძემ. შეგახსენებთ, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში გადაიდო, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46