"პაშა ბანკ საქართველოს" საზეიმო გახსნა 8 თებერვალს გაიმართება

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 18:16

2013 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე , საქართველოს დედაქალაქში გაიმართება აზერბაიჯანის საბანკო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის პაშა ბანკის პირველი შვილობილი კომპანიის ოფიციალური საზეიმო გახსნა.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე პაშა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარიდ ახუნდოვმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც ბანკის პირველი საზღვარგარეთული ექსპანსიის შერჩევა  მრავალი ფაქტორით იყო განსაზღვრული.

“ეს არის როგორც ყოველდღიურად მზარდი სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონალური მასშტაბის პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, და უბრალოდ ახლო მეგობრული ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის“,-თქვა ახუნდოვმა. თავის მხრივ პაშა ბანკი საქართველოს ხელმძღვანელმა ანარ ისმაილოვმა თქვა,რომ ბანკი პოზიციონირებას გააკეთებს როგორც ფინანსური ინსტიტუტი, როგორც მჭიდროდ დაკავშირებული მეწარმეობის განვითარებასთან,და ამის გათვალისწინებით შესთვაზებს მომხმარებელს შესაბამისი საბანკო მომსახურების და პროდუქტების ფართო სპექტრს.“ამ ეტაპზე აზერბაჯანში საკმაოდ დიდია იმ კომპანიების რიცხვი, მათ შორის ბანკის კლიენტებშიც, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში“,-თქვა ა.ისმაილოვმა.

პაშა ბანკ საქართველომ ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიმდინარე წლის 17 იანვარს მიიღო.პაშა ბანკ საქართველოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 35 მლნ.ლარს სტრატეგიული მიზნების მიხედვით , უახლოეს 2 წელიწადში ბანკის მიზანია, შექმნას 60$ მლნ აქტივები.

შეგახსენებთ, რომ "პაშა ბანკ საქართველო" დაფუძნდა 2012 წლის 17 დეკემბერს. ეროვნული ბანკისგან საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიმდინარე წლის 17 იანვარს მიიღო. პაშა ბანკ საქართველოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს 35 მლნ.ლარს (დაახლოებით 21$ მლნ.) დასაწყისში პაშა ბანკი საქართველო წარმოდგენილია თბილისში ერთი ფილიალით, რომელიც მდებარეობს რუსთაველის გამზირის 15-ში.საქმიანობას ახორციელებს 22 თანამშრომლით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39