შალვა ნათელაშვილი:ამას ჰქვია 100 დღიანი ამაოება

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 17:56

ამას ჰქვია ას დღიანი ამაოება, ამას ქვია ას დღიანი სიცრუე და გადაგდება საკუთარი ხალხის - ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა,"ჯეონიუსთან" საუბრისას ახალი მთავრობის 100 დღიანი მუშაობა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დადებითად აფასებს ამნისტიის კანონის მიღებას და მიიჩნევს, რომ ციხეებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო.

"იმდენი პატიმარი იყო ციხეებში, რომ მათ შენახვას  სქართველოს ნახევარი ბიუჯეტი სჭირდებოდა. მთავარია ეს ხალხი ისევ არ მოხვდეს ციხეეში და რაც მთავარია აუნაზღაურდეთ მიყენებული ზარალი კომპენსანციის სახით, როგორც ეს ხდება ცივილიზებულ სამყაროში"- განაცხადა ნათელაშვილმა.

"ჯეონიუსის"კითხვაზე ამნისტიის კანონით,  სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებული პირები, არიან თუ არა პოლიტიკუტი ნიშნით დევნილნი, ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონით გათავისუფლებულ პირთა უმეტესობას, პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი სამართლიანად მიენიჭა."მეტი ნაწილი იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ვინაიდან დაკავებული იყო მიტინგებში მონაწლეობის გამო,მათ შორის 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობის გამო.ისინი ადრე თუ გვიან მაინც მოხვდებოდნენ ამ სიაში. ვინც არ უნდა მოსულიყო მთავრობაში მათ გამოუშვებდა" - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

                                                                                                                   მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44