გურამ დონაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 17:45

გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ოფიცილურად წაუყენეს. დონაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

დონაძის ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო. მისივე განცხადებით, გურამ დონაძე არ აპირებს მართლმსაჯულებას დაემალოს და ის ჩვენების მისაცემად საქართველოში დაბრუნდება.

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე სრული მოცულობით გახსნილად გამოცხადდება და მასში მონაწილე ყველა თანამდებობის პირი დასახელდება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4