"პარლამენტის ეს ნაბიჯი უაღრესად პოზიტიური და ღირსეულია"- თემურ შაშიაშვილი

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 16:27

კოალიცია „ერთსულოვნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტიის - „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, ქუთაისიდან გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას - უარი ეთქვას სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაზე.  თემურ შაშიაშვილის შეფასებით, პარლამენტის ეს ნაბიჯი უაღრესად პოზიტიური და ღირსეულია. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ეხმიანება კოალიცია „ერთსულოვნების“ მოწოდებას, რაც მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ ხელმოწერით დაადასტურა. „ეს არის ღირსეული გადაწყვეტილება, რაც ეხმიანება ჩვენს მოწოდებას, ჩვენ ვამბობდით, რომ ღირსების მქონე პარლამენტმა არ უნდა მისცეს სიტყვა თვითმარქვია, ვადაგასულ პრეზიდენტს, სწორედ ამიტომ ვაწყობდით ქუთაისში „ღირსების აქციას“ განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა და ერთსულოვნების წევრმა თემურ შაშიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41