ანდრო ბარნოვმა საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 16:19

შიდა ქართლის გუბერნატორმა, ანდრო ბარნოვმა გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში საბავშო ბაღის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღი 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ 100 ბავშვზეა გათვლილი.

მშენებლობას, რომლის ღირებულება 425 000 ლარია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტირების თანხა კი (17 700 ლარი) ქურთის მუნიციპალიტეტმა გაიღო. მუნიციპალიტეტი დააფინანსებს საბავშვო ბაღის აღჭურვას საჭირო ინვენტარით. საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება. საბავშვო ბაღში 30 ადგილობრივი დასაქმდება.

,,საბავშვო ბაღში უახლოეს ხანში დამთავრდება სამუშაოები და შენობისთვის გარე კომუნიკაციების პრობლემა დარჩება მოუგვარებელი, რისთვისაც ამ ეტაპზე თანხა არაა გათვალისწინებული. უახლოეს ხანში ჩვენ შესაბამის უწყებებს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რათა დროულად მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა და საბავშვო ბაღმა დროულად მიიღოს პირველი აღსაზრდელები,“ განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41