ლალი მოროშკინა ყელის გამოჭრას გადაურჩა

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 16:20

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველს, ლალი მოროშკინას სამუდამო პატიმრობამისჯილი პატიმარის მშობელი ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.

პატიმარის მშობელი დღეს ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან აქციის მოწყობას აპირებს.  „სწორედ ეს ქალბატონი მემუქრებოდა ყელის გამოჭრით“- ამის შესახებ ლალი მოროშკინამ „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა. ლალი მოროშკინას თქმით, პატიმრის მშობელი ტერორს ეწევა. „ეს ტერორი პირდაპირ ჩემკენ არის მომართული, რადგან მე ვიყავი უშუალო მონაწილე ამ ინციდენტის, მთელი დღის განმავლობაში ემუქრებოდა ჩემ შვილებს და მე, ამიტომ  მომიწია ბავშვები გამეხიზნა სახლიდან“- განაცხადა მოროშკინამ.

შეგახსენებთ, რომ N1 დაწესებულებაში ლალი მოროშკინა და ამავე ციხის უფროსი სამუდამო პატიმრობამისჯილი პატიმრისგან დანით დაჭრას გადაურჩნენ. პატიმარი მის სანახავად მისული დედისკენ საცემად გაიწია, რა დროსაც სიტუაციის განმუხტვა მოროშკინამ და ციხის უფროსმა სცადეს.

                                                                                                                        ნუგო სოტკილავა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46