ვერაზე „Lounge Club Clubberry“ გაიხსნა

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 16:06

ვერაზე გართობისა და კლუბების მოყვარულთათვის „Lounge Club Clubberry“ გაიხსნა. კლუბი ვერაზე, ყაზბეგის ქუჩის 12 ნომერში მდებარეობს და 12:00 საათიდან გვიან ღამემდე მუშაობს.  „Lounge Club Clubberry“ „კარაოკესა“ და „იქს ბოქსის“ მოყვარულთათვის განსაკუთრებული აღმოჩენა იქნება. კლუბის თანამედროვე დიზაინი და ზომიერი მოცულობა დაბადების დღეებისა და პირადი დღესასწაულების მოსაწყობად საუკეთესო გარემოს ქმნის. „Lounge Club Clubberry“-ს მენეჯმენტი მზადაა ყველა დღესასწაულზე მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობები შეუქმნას. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში, 8 თებერვალს, დავითობაზე განსაკუთრებული პირობები ყველა დავითს ელის. კლუბისაგან მათ სპეციალური საჩუქარი ელოდებათ. ამ დღესვე მოხდება თეო თევზაძის და ნათია არინდაულის დუეტის ახალი სიმღერის პრეზენტაცია. 14 თებერვალს კი „ვალენტინობის დღეს“ სტუმრებს საინტერესო გასართობი პროგრამა ელით. „Lounge Club Clubberry“-ს შესაძლებლობები გართობის თვალსაზრისით შეუზღუდავია. შეგახსენებთ, რომ „Lounge Club Clubberry“-ის პრეზენტაცია 6 თებერვალს შედგა. გახსნის ოფიციალურ საღამოზე ახალგაზრდა პოპულარულმა მომღერლებმა იმღერეს, კარაოკესა და იქს-ბოქსის კონკურსში მონაწილე სტუმრებმა პრიზები არა მხოლოდ კლუბისგან, არამედ ისეთი კომპანიებისგან მიიღეს, როგორებიცაა "კოსმეტიკური კომპანია ეივონი“, სალონი „ბელისიმა“, „ახალი ნათება“, არაყი „ნემიროვი“, რედ ბული.კლუბში ამჟამად აქცია მოქმედებს, რომლის ფარგლებში 14 თებერვლის ჩათვლით ყოველ მეორე კოქტეილს სტუმრები 50 %-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46