ირაკლი ოქრუაშვილს მეოთხე ბრალდებაც მოეხსნა

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 16:03

ირაკლი ოქრუაშვილს დანარჩენ სამ ბრალდებასთან ერთად მეოთხე ბრალდებაც მოეხსნა. პროკურორებმა მოსამართლეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს. პროკურატურამ ბრალდებაზე უარი თქვა და მოსამართლემ ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორების განმარტებით, საქმის არსებითი განხილვისას, ოქრუაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში შეძენილი 63 მილიონი საბრძოლო ვაზნიდან უხარისხო გამოდგა 500 ათასი, რაზეც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტი და თავდაცვის სამინისტროს მისი ღირებულება აღარ გადაუხდია. სასამართლოზე დადასტურდა, რომ საქართველოში სამ პარტიად შემოსული საბრძოლო ვაზნებიდან უხარისხო მხოლოდ მესამე პარტიაში შემავალი ვაზნები გამოდგა და ამ დროს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სსკ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებოდა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61