სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივა

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 15:58

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლის 27 თებერვლიდან დაიწყება ნარკოტიკული დანაშაულისთვის გასამართლებულიიმ პირების უფლებების აღდგენა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები ან პატიმრები და რომელთაც არ შეხებიათ „კანონი ამნისტიის შესახებ“. აკრძალვის მოხსნა შეეხება: ავტომობილის მართვის უფლებას, საქმიანობის წარმოების უფლებას, საარჩევნო უფლებას და სხვა. აღნიშნული კატეგორიის პირებს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება აქვთ მიმართონ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც განიხილავს ჩამორთმეული უფლებების ვადამდელ აღდგენას. მოქალაქემ, მისმა დამცველმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა, უნდა მიმართოს მუდმივმოქმედ კომისიას არაუგვიანეს 25 თებერვლისა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #42. სატელეფონო კონსულტაციისთვის ნომერზე: 2 10 59 78. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა იქონიოს განაჩენის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა (5 ნარკოტიკულ საშუალებაზე: ამფეტამინზე, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე, მეტადონზე, მორფინზე, ბუპრენორფინზე. საექსპერტო კვლევის ღირებულება შეადგენს 40 ლარს) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი