რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს წარადგენს

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 15:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს წარადგენს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტია. ვინაიდან აღნიშნული პროგრამა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ არის გათვალისწინებული, საჭიროა გამოიცეს ახალი დადგენილება, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების გახორციელებას. გარდა ზემოთ ნახსენები საკითხისა, მთავრობა, ასევე, განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ.

აღნიშნული დადგენილების პროექტით, განისაზღვრება პროექტების შერჩევის, მათი პრიორიტეტულობისა და მიზნობრიობის განსაზღვრის პროცედურები და კრიტერიუმები, აგრეთვე, პროგრამის შესრულებაზე, მის კოორდინაციასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირები, გაიზრდება თანხების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთავრობას წარუდგენს დადგენილების პროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის N297 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული დადგენილების პროექტი ითვალისწინებს რეგიონული განვითარების სამთვრობო კომისიის გადახალისებას. აგრეთვე, დადგენილების პროექტით, კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, შეარჩიოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმარელობისა და რეგიონული პროექტები.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე მედიას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46