სერგო ფარაჯანოვის „ბროწეულისფერი გამოფენა“

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 15:29

შაბათს, 9 თებერვალს,15:00 სთ-ზე გაიხსნება სერგო ფარაჯანოვის, საქართველოში შემორჩენილი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 18 თებერვლამდე. გამოფენის სახელწოდებაა „ბროწეულისფერი გამოფენა“. გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით - თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება.მისამართი: თბილისი, ი.კარგარეთელის ქ. 6სერგო ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით, იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა, ერევანში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46