პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს აღარ წარადგენს

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 14:54

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს აღარ წარადგენს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა უმცირესობა და მათი ლიდერი მზად არ არის ამისთვის. უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობას სურს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შედგეს, თუმცა ეს როდის მოხდება, ჯერ უცნობია.

უმრავლესობა პრეზიდენტის მოსმენის გადადების მიზეზად გუშინდელ დებატებს ასახელებს და ამბობს, რომ უმცირესობა დებატებისთვის მზად არ იყო. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით კი უმრავლესობაც და პრეზიდენტიც დებატებისთვის მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში, ხვალ 14:00 საათზე იყო დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41