„საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის საქმე გახსნილია

ხუთშაბათი, 07 თებერვალი, 2013 - 13:01

სამართალდამცავებმა „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე, ორგანიზებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები: 1987 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი ბ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 6 თებერვალს, 16 საათსა და 25 წუთზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი მუხიანში, ნონეშვილის N10-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს დაესხა თავს.

დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, იარაღის მუქარით, სალაროდან 5360 ლარი გასტაცეს. მათ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა ბანკის წინ მდგარი ავტომანქანა.მათივე ინფორმაციით, დაკავებული ყაჩაღური დაჯგუფების წევრები 2013 წლის 10 იანვარს, გლდანში, შპს ”ნიკორას“ მაღაზიასაც დაესხნენ თავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5