რუსი ჟურნალისტები ქართველი კოლეგებისთვის მასტერკლასებს 8 თებერვლამდე ჩაატარებენ

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 22:23

უკვე მესამე დღეა ქართველი ჟურნალისტები "ჟურნალისტიკის ქართულ - რუსულ" სკოლაში, რომელიც სასტუმრო  "ამბასადორში" ოთხ თებერვალს გაიხსნა, მასტერკლასებს ესწრებიან. ექსპერტების თქმით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართულ - რუსულ ურთიერთობებზე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე."ქართულ- რუსული" სკოლის გახსნას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.გახსნის პირველ დღეს სამოქალაქო სექტორის ნაწილმა სასტუმრო "ამბასადორის" წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაში საქართველოში მოღვაწე ოლეგ პანფილოვიც მონაწილეობდა. რომელმაც განაცხადა, რომ რომ რუსი ჟურნალისტები ქართველ ჟურნალისტებს ვერაფერს ასწავლიან. "ისე გამოდის, რომ რუსები ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა ქართველებს ხინკლის კეთება ასწავლონ. ეს ხომ აბსურდია. რა უნდა ასწავლონ ქართველ ჟურნალისტებს, რა უნდა უთხრან თავისუფალი სიტყვის შესახებ. მაშინ, როდესაც რუსეთში თავად ჟურნალისტებს თავისუფალი სიტყვისთვის კლავენ" -აღნიშნა პანფილოვმა. პანფილოვის ამ გამოსვლამ ნანა დევდარიანი გააკვირვა. "პანფილოვი რუსეთიდან არის ჩამოსული და "პიკზე" მუშაობდა. რა უნდა, მაშინ აქ რისთვის ჩამოვიდა. აქ პოზიციაზეა საუბარი. პანფილოვი სააკაშვილის მეხოტბეა და რა თქმა უნდა ასე ილაპარაკებს. ჩემი ინტერესია, ახალგაზრდა ჟურნალისტებმა გაჩენილ შეკითხვებზე პასუხები მიიღონ. აქ არავინ არაფერს აძალებს. ჩვენ აქ პოლიტიკურ ტრიუკებს არ ვასწავლით. ვასწავლით პროფესიის იმ საფუძვლებს, რომელიც სემინარის ფორმატში შეიძლება გაუზიარო ადამიანს. ჟურნალისტებს თავის მხრივ,განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეეძლოთ და ეს განსხვავებული აზრი ასახონ"-განაცხადა "ჯეონიუსთან" ნანა დევდარიანმა. მასტერკლასებში 50-მდე ქართველი ახალგაზრდა ჟურნალისტი მონაწილეობს. სკოლაში სწავლების შემაჯამებელ დღეს ესსეს შესაქმნელად პირობები გამოცხადდება. სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტები 2013 წლის ბოლოს შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში ქალაქ სოჭაში. მასტერკლასები ცენტრის "ჩრდილოეთი-სამხრეთი" ორგანიზებით ტარდება. ცენტრმა მსგავსი ტრენინგები უკვე ჩაატარა ბაქოსა და ერევანში. ტრენინგის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, სხვა სპეციალობის წარმომადგენლებისთვისაც კიდევ 2 ტრენინგი ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტები მასტერკლასებს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური მასალების შექმნაში ატარებენ. მასტერკლასები 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46