„ქართული ოცნების“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მეოთხე დღეა შიმშილობს

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 19:10

„ქართული ოცნების“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. როგორც მან „ჯეონიუსის“ კორესპონდენტს განუცხადა, მზად არის შეხვდეს ნებისმიერი პარტიის პასუხისმგებელ პირს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რათა გაირკვეს სიმართლე და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

„იმედს ვიტოვებ, რომ უმოკლეს დროში გაირკვევა ის საკითხები და ის კითხვები, რაც იყო ჩემთან დაკავშირებით, ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება სამართლებრივადაც.პარტის წესდებიდან  გამომდინარე, ჩვენ ყველა კუთხით ვიქცეოდით სამართლიანად და ახლაც ვაგრძელებთ სამართლიანად მოქცევას“, - განაცხადა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე მეოთხე დღეა შიმშილობას განაგრძობს. მისი განცხადებით, ის პარტიიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და დავით საგანელიძის ბრალდება მისი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირის შესახებ უსაფუძვლოა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39