კონსტიტუცია ერგებოდა ერთი ადამიანის ოცნებებს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ ხდება - ირაკლი ჩიქოვანი

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 18:29

ვუსმენ რა ჩვენს კოლეგებს სურვილი მაქვს რომ კვანტურ ფიზიკაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაზეც ჩვენ გვინდა მოვაწყოთ დებატები, - ამ შეფასებით დაიწყო პარლამენტში გამოსვლა ფრაქცია" ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა უმცირესობას მიმართა აღიარონ საკონსტიტუციო ცვლილებების სისწორე. "გასაგებია რომ წლების განმავლობაში კონსტიტუცია ერგებოდა ერთი ადამიანის თავს, მის ოცნებებს, რომელიც სამწუხაროდ ვერ ხდება, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ კონსტიტუციაში დევს ისეთი რამ, რომელიც ამ ადამაინს აძლევს საშუალებას ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა. სამაგიეროდ მიდის ვაჭრობა იმაზე, რომ ვივაჭროთ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, უმცირესობამ ვერც დღევანდელ საპარლამენტო დებატებზე და ვერც მანამდე, ვერ წარმოადგინა არგუმენტი, რომ შეთვაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები არასწორია და არ ემახურება კონსტიტუციური ნორმების უზრუნველყოფას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5