ვერ დამართეს ქართველ ხალხს მათ ამნეზია - კარლო კოპალიანი

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 18:16

როდესაც უმცირესობის წევრების გამოსვლებს ვუსმენ, ასე მგონია, ისინი სულ სხვა სამყაროში ცხოვრობენ. ვერ დამართეს ქართველ ხალხს მათ ამნეზია, - ასე დაიწყო გამოსვლა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა კარლო კოპალიანმა დღეს გამართულ საპარლამენტო დებატებისას.

მისი აზრით, უმცირესობას აღარ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია და ირმა ნადირაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით გაკვირვება გამოხატა.

კოპალიანის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში არანაირი კონკურსის გზით არ მიუღიათ დასუფთავების სამსახურის ადმინისტრაციაში მომღერლები, მოდელიორები და ა.შ. მან შეახსენა უმცირესობის წევრებს, რომ ცხინვალის რეგიონის დაკარგვა, ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანების მიმართ, გაუსაძლისი პირობები, სასტიკი რეჟიმი და მრავალი სხვა, სწორედ მათი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59