გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის საქმიანობას სრულმასშტაბიანი ფიასკო უწოდა

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 18:14

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წარუმატებელ მმართველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრესის ნაცვლად, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქმის ყველა სფეროში შეინიშნება სწრაფი უკუსვლა,  რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაში. უმცირესობის დეპუტატი რუსეთის ჯაშუშთა გათავისუფლებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს დამღუპველი იქნება საქართველოს მომავლისთვის.

მან ასევე ახსენა ახალი მთავრობის მხრიდან აგდებული დამოკიდებულება დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რაც, მისი აზრით, ასევე არ წაადგება ქვეყანას სასიკეთოდ. ამასთან, კანდელაკი არ იწონებს უმრავლესობის მიერ უმცირესობის ინიციატივის ერთგვარ იგნორირებას საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირების შესახებ.

უმცირესობის წევრმა "სრულმასშტაბიანი ფიასკო" უწოდა უმრავლესობის საქმიანობას, მათი მოღვაწეობის 100 დღის თავზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44