ამნისტირებული პირებისთვის მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე შსს განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:56

მომსახურების სააგენტო, ამნისტირებული პირებისთვის მართვის მოწმობის აღდგენის წესთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. პირს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო გასამართლებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა,   I კატეგორიის თეორიული გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. მომსახურების სააგენტოში მან ასევე უნდა წარმოადგინოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა). ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული და ამნისტირებული პირები მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ მართვის ახალ მოწმობას.

შსს, ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელობს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ამ შემთხვევაში, სამინისტროს მატერიალური დაინტერესება არ აქვს, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ ამნისტირებული პირები თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლისას, შესაბამისი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდებიან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41