უმცირესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:53

გარდაბნის მაჟორიტარმა გიორგი ფეიქრიშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

ფეიქრიშვილმა პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ უმცირესობა კიდევ ერთმა წევრმა, ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა მანამდე დატოვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ დეპუტატებმა პარლამენტს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57