ანდრო ბარნოვმა რეგიონში არაკვალიფიციური კადრების დანიშვნისა და ნეპოტიზმის ფაქტები განასაჯაროვა

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:48

შიდა ქართლის გუბერანტორმა ანდრო ბარნოვმა ბოლო პერიოდში რეგიონის მასშტაბით საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ დღეს განცხადება გააკეთა. მან ჟურნალისტებს გადასცა გათავისუფლებულ და ახლად დანიშნულ პირთა მის ხელთ არსებული სია და სთხოვა ჟურნალისტებს, რომ თავად გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე.

გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებზე, არაკვალიფიციური კადრების დანიშვნაზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე.

ანდრო ბარნოვის განცხადებით, მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ახლადდანიშნული მოხელეები არიან პარლამენტის დეპუტატების, თამაზ შიოშვილის, თემურ ხუბულურის და ვალერი გელაშვილის ნათესავები და ახლობლები. ახლად დანიშნულთა შორის ფიგურირებენ სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის კურსელი და „ქართული ოცნების” აქტივისტის, ჯონდო ელიაშვილის ბიძაშვილი და ოჯახის წევრები.

ბარნოვმა დღეს განასაჯაროვა არასრული ჩამონათვალი ახლადდანიშნული პირებისა და განაცხადა, რომ ამ თემაზე ფაქტების მოპოვებას და დაზუსტებას თავადაც გააგრძელებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46