„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შემუშავება სრულდება - დავით კირვალიძე

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:39

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შესახებ ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრდება შეღავათიანი აგროკრედიტის შემუშავება, რომელიც იქნება 3 სახის საკრედიტო პროდუქტი. ესენია:

 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის - 5 000 ლარამდე - უზრუნველყოფის გარეშე. მცირე ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

 2. საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფა - 5 000-დან 100 000 ლარამდე - წლიური არაუმეტეს 7-8%-სა.

დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით, ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება 7%-8%-მდე.

 3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტი არაუმეტეს 1 000 000 ლარისა - საშუალოდ წლიური 3%.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის მარტიდან.

"დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. ამ წელს გაიხსნება სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმო“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41