ივანიშვილმა ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე სამშვიდობოებს მადლობა გადაუხადა

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:34

"ვამაყობთ იმით, რომ ქართული ჯარი და თქვენ პირადად ჩართული ხართ საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პროცესში, ის რომ მშვიდობის დამყარების პროცესებს ეხმარებით ავღანეთში.  თქვენ ძალიან დიდ სამსახურს უწევთ თქვენს სამშობლოს და მთლიანად მსოფლიო სამშვიდობო პროცესებს. ჩვენ, ჩვენი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ ღირსეული სამსახური შეძლოთ სამშობლოს დასაცავად", - ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის სამინისტროში გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45