კობახიძეს აინტერესებს, მთავრობის გადაყენების უფლება რატომ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 16:01

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში, ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს. რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლისთვის დრო უმცირესობას, უმრავლესობასა და ფრაქციებს მონაცვლეობით დაეთმობათ.

დებატების  შემაჯამებელი სიტყვა, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიეცემა. საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით დეპუტატების წინაშე პირველი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე წარსდგა.

კობახიძემ უმცირესობის წარმომადგენელ დეპუტატებს კითხვით მიმართა, თუ რატომ უნდა იყოს პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული მთავრობის გადაყენების უფლებით აღჭურვილი. კობახიძემ ასევე განცხადება გააკეთა როგორც კონსტიტუციური ცვლილების საჯარო განხილვების კომისიის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ კომისიამ საქართველოს რეგიონებში ორგანიზებული, 11 შეხვედრა გამართა, რომელმაც საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. კობახიძემ, უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებების რეგიონული განხილვების  დატოვების გამოც უსაყვედურა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44