ცესკოს თავმჯდომარე პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 17:07

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტს და პრემიერს ღია წერილით მიმართავს. მიმართვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზეა საუბარი. კერძოდ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 29 იანვარს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აჭარის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი იცვლება. ცესკოში განმარტავენ, რომ ამ კანონის მიღება დაჩქარებულად მოხდა და არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მოსაზრებები. ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ დაკომპლექტების წესის შეცვლა შესაძლოა საზიანო იყოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

 მიმართვაში ნათქვამია, რომ ეს პროცესი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას. წერილში საუბარია ზეწოლაზეც, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი თანამდებობის პირი აჭარის საარჩევნო კომისიის წევრებზე ახორციელებდა და მათგან თანამდებობების დატოვებას მოითხოვდა.

ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული პარლამენტარი მურმან დუმბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39