ლაფანყურის საქმის გამოძიება ჭიანურდება

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 15:58

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა „მაესტროს“ პრესკლუბის საშუალებით მიმართა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლაფანყურის ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქმე ჭიანურდება, რადგან გამოძიებას არ ჰყავს ცოცხალი მოწმეები.

„გამოძიება ჭიანურდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოცხალი მოწმეები განადგურებულები არიან, ერთადერთი ცოცხალი მოწმე და ორგანიზატორი თურქეთის ციხეში ზის, ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ სისხლიან ვენდექტას გადაურჩენენ, ჩრდილო კავკასიის ტყეებში არიან, თუმცა ორი მათგანი, სავარაუდოდ, უკვე სირიაშია და იქ იბრძვის“, - განაცხადა კასრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს. შსს იმასაც იუწყებოდა, რომ ჯგუფის წევრები ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. ოპერაციის დროს ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, ასევე, დაჯგუფების 11 წევრის ლიკვიდაცია მოხდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46