საქართველო პირველად უმასპინძლებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 15:46

საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება. ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის წევრები განიხილავენ მათი ურთიერთობების მიმდინარეობას, თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებსა და სამოქმედო გეგმებს. მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება მოხსენება - „რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორ ქვეყნებში", რომელიც შემდგომ პლენარულ სხდომას გადაეცემა საბოლოო ცვლილებებისა და დამტკიცებისათვის.

კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელებენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და შვედი ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. სხდომის ორგანიზება მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან: 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 10 დეპუტატისაგან თითოეული 6 ქვეყნის პარლამენტებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41