კორეის რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 15:36

6-8 თებერვალს ქ. ბათუმს ეწვევა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია. კერძოდ, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე კორეის გემების რეგისტრაციის ევროპის რეგიონალური შტაბბინის თავჯდომარე.  საქართველოს მხრიდან დელეგაციას უმასპინძლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ს.ს.ი.პ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. შეხვედრას დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვაო დარგში თანამშრომლობის ხელშეკრულების ტექსტი, რომელსაც ხელი მოეწერება 7 თებერვალს.ღონისძიება დაგეგმილია ხუთშაბათს, 7 თებერვალს სასტუმროში “Sheraton Batumi”. მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ მობრძანდნენ 11:30 საათზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5