გიორგი თარგამაძე - მინდა, რომ გაბუნიამ და სამუშიამ საკუთარი სახე შეინარჩუნონ

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 15:32

გიორგი თარგამაძის სურვილია, "გაბუნიამ და სამუშიამ საკუთარი სახე შეინარჩუნონ", თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ პარტიაში გააგრძელებენ მოღვაწეობას ყოფილი თანაპარტიელები, - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე მათ მეგობრებად ვთვლიდი. კიდევ არის უფრო ღრმა ურთიერთობის ძაფები, რაც ადამიანებს გვაკავშირებს. საჯაროდ ამის განხილვას არ დავიწყებ. მალე გახდება ნათელი, რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გააგრძელებენ მოღვაწეობას. ვერ გეტყვით, რომ მათ გზას დავულოცავ და ამ გზაზე წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა მინდა, რომ მათ საკუთარი სახე შეინარჩუნონ. ისინი თბილისის საკრებულოში ახალი უმრავლესობის ფორმირების თვალსაზრისით, მონაწილეობის მიღებას აპირებენ, თუმცა მათ ჩემთან ჰქონდათ პირდაპირი დირექტივა, რომ თბილისის საკრებულოში ოპოზიურ ფრაქციებთან, მათ შორის, "ოცნებასთან" აქტიურად ემუშავათ, რომ თბილისის მოქმედი მერისა და მისი გუნდის დანაშაულებრივი ქმედებები გამოევლინათ. მათ ხელს არანაირად არ შეუშლიდა  ქდმ-ს წევრობა, რადგან ეს ჩემგან პირდაპირი დავალება იყო", - აღნიშნა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიის მთავარმა კომიტეტმა ჯაბა სამუშიასა და ზაზა გაბუნიასათვის პარტიის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45