ირმა ნადირაშვილმა სამსახურებში პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით დანიშვნაზე ისაუბრა

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 15:23

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე უმრავლესობის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კონკრეტული თანამდებობებიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იხსნებიან პიროვნებები, მათ ნაცვლად კი ადგილს "ქართული ოცნების" დეპუტატთა გარემოცვა, მათი ახლობლები იკავებენ.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ახალი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია - პიროვნებების აყვანა სამსახურში პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით, კავშირების დამყარება კერძო კომპანიენთან ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე.

"ეს მე არ მიკვირს, რადგან გუშინ პრემიერ-მინისტრმა თვითონ აგვიხსნა, რომ ეს ქართული ხასიათის ნიშანი ყოფილა და გამოვლინება" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41